SOS!!! ინფორმაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ბავშვების მომავალს ანადგურებენ!!!
იმისთვის, რომ ბავშვის ფიზიკურ განვითარებას ყოველდღიურ რეჟიმში ხელი შევუწყოთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ ყოველდღიური ოჯახური, ბუნებრივი საქმიანობა, რომელიც აგრეთვე ხელს უწყობს ბავშვის სენსო-მოტორული უნარების და ზოგადად, ჰოლისტურ განვითარებას. ეს მიდგომა არ საჭიროებს ოჯახისგან ზედმეტ ძალისხმევას და განსაკუთრებული დროის გამოყოფას.
კვების, ბანაობის, ჩაცმა-გახდის პროცესი სენსო-მოტორულ უნარებს მოითხოვს და მათ თანდათანობით განვითარებას უწყობს ხელს. იმ მომენტიდან, როცა ბავშვი ამბობს „მე თვითონ“, როგორც წესი, ეს ხდება 2,5 – 3 წლის ასაკში, მას უნდა მივცეთ დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობა.
უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება და ტაქტი, ვაცადოთ და რაც მთავარია, დავუფასოთ ყოველი ახალი წარმატება. დასაწყისში, რა თქმა უნდა, საჭირო იქნება უფროსის დახმარება, მაგრამ ის უნდა იყოს მინიმალური და ხელს უწყობდეს ბავშვის უნარების სრულყოფას და მისი დამოუკიდებლობის ზრდას.
ოჯახის საქმეებში მონაწილეობა აგრეთვე ძალიან დიდ როლს თამაშობს ბავშვის ჰოლისტუს განვითარებაში, ამიტომ ჩართეთ ბავშვი საოჯახო საქმიანობებში – საჭმელის მომზადება, სუფრის გაშლა, თავისი გასარეცხი ტანისამოსის მოგროვება, გარეცხილი სამოსის დახარისხება/დაკეცვა, კარადაში ჩალაგება და ა.შ. რაც მთავარია, აჩვენეთ, რომ ამით ძალიან მოხიბლული ხართ და მასთან ერთად გიხარიათ.
„პრაქტიკული რჩევები მშობლებს“
bavSvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!