SOS!!! ინფორმაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ბავშვების მომავალს ანადგურებენ!!!
წვრილი მოტორიკა არის ბავშვის უნარი, აკონტროლოს წვრილი კუნთები – მაჯისა და თითების კუნთები და აგრეთვე, თვალის ის კუნთები, რომლებიც მხედველობის მიმართულებას განსაზღვრავს.
ბავშვები ხელის წვრილი კუნთების გამოყენებით, თითებით წვდებიან, იტაცებენ, ეხებიან. ამ კუნთების საშუალებით ბავშვი ახერხებს შეასრულოს ისეთი მოძრაობები, როგორიცაა მაგალითად – ხატვა, წერა, გამჭრა, ღილის თუ ზონარის შეკვრა და სხვა.
წვრილი მოტორული უნარები დაშენებულია მსხვილ მოტორიკაზე. კარგად განვითარებული წვრილი მოტორიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვის სასკოლო მზაობისთვის.
მცირე მოტორიკის განვითარების ხელშეწყობისთვის შესაძლოა გამოიყენოთ მეორადი მასალა – შეაგროვოთ და ბავშვთან ერთად სხვადასხვა ფორმით განალაგოთ პლასტიკური ბოთლების სახურავები, ღილები, შალის ფერადი ძაფების მონაჭრები და სხვა. აგრეთვე ბუნებრივი მასალა – ნიჟარები, ფოთლები, ყვავილები.
„პრაქტიკული რჩევები მშობლებს“
bavSvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!