SOS!!! ინფორმაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ბავშვების მომავალს ანადგურებენ!!!
ბავშვის განვითარებისთვის დიდი ზიანი მოაქვს ე.წ. გაჯეტების გამოყენებას ბავშვის გართობისა თუ „დამშვიდებისთვის“, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში – 3-დან 4 წლამდე. ამ ასაკში მრავალფეროვანი სენსო-მოტორული გამოცდილება გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვის როგორც სენსო-მოტორულ, ასევე სოციალურ-ემოციურ და კოგნიტურ განვითარებაში. ამ გამოცდილების მაგალითად, სმარტფონით ჩანაცვლებამ განვითარების შეფერხებამდე და ზოგჯერ, გამოუსწორებელ შედეგებამდეც კი შეიძლება მიგვიყვანოს.
ნებისმიერ ეკრანთან – იქნება ეს სმარტფონი, კომპიუტერი თუ ტელევიზორი – ჯდომა არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის. შემდგომ წლებშიც, სკოლამდელ ასაკში, ეკრანთან გასატარებელი დრო შეზღუდულია: 24 საათში მაქსიმუმ 20-30 წუთი.
„პრაქტიკული რჩევები მშობლებს“
bavSvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!