რა შეუძლია ბავშვს 4-5 წლის ასაკში და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება

მსხვილი მოტორიკა

  • დგას ცალ ფეხზე 10 ან მეტი წამის განმავლობაში;
  • ხტება;
  • ცოცავს, სრიალდება სასრიალოდან; შეუძლია გადახტომა

ნატიფი (წვრილი) მოტორიკა

  • იხატავს სამკუთხედს და სხვა გეომეტრიულ ფიგურებს;
  • ხატავს ადამიანს, უხატავს სხეულს;
  • იხატავს ზოგ ასოს;
  • შეუძლია გახსნას ელვა შესაკრავიც და ღილებიც

თვითმოვლა

  • შეუძლია დანისა და ჩანგლის დამოუკიდებლად გამოყენება;
  • კვებისას ტუჩები დახურული აქვს;
  • შეხსენების შემდეგ დამოუკიდებლად მიდის საპირფარეშოში;
  • იხდის და იცვამს დახმარების გარეშე

4-5 წლის ასაკში საყურადღებოა თუ:

  • გამოავლენს აგრესიულ, სახიფათო, არასასურველ ქცევას;
  • არ შეუძლია მშობლებთან განშორება;
  • არ შეუძლია 5 წუთზე მეტხანს ერთი აქტივობით დაკავება;
  • გამოხატავს სხვა ბავშვებთან თამაშისადმი მცირე ინტერესს;
  • არ ეკონტაქტება სხვა ადამიანებს;
  • უფრო ხშირად მოწყენილი და სევდიანია;
  • ერიდება უცხო უფროსებთან ან ბავშვებთან თამაშს;
  • არ გამოხატავს ბევრ ემოციას;
  • უჭირს დაძინება, ჭამა და საპირფარეშოს გამოყენება;
  • უფრო ხშირად პასიურია;
  • არ ესმის მიმართების აღმნიშვნელი სიტყვების მნიშვნელობა (მაგ. დადე მაგიდა-ზე, აიღე ბურთი, რომელიც მაგიდის ქ ვ ე შ არის):
  • არ ესმის ორსაფეხურიანი ინსტრუქცია (მაგ. აიღე სათამაშო და დადე მაგიდაზე);
  • არ შეუძლია თავისი სახელისა და გვარის თქმა;
  • ვერ იყენებს წარსულ დროსა და მრავლობით რიცხვს;
  • არ შეუძლია 6-8 კუბისგან კოშკის აშენება;
  • ფანქარს იჭერს მუშტით;
  • უჭირს ტანსაცმლის გახდა;
  • არ შეუძლია კბილების გახეხვა ან ხელების დაბანა და გაშრობა

 

სტატიის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

რა შეუძლია ბავშვს 3-4 წლის ასაკში და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება

Read Next

რა შეუძლია ბავშვს 5-დან 6 წლამდე ასაკში და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება