რა შეუძლია ბავშვს 3-4 წლის ასაკში და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება

მსხვილი მოტორიკა

  • დგას და ხტის ცალ ფეხზე 5 წამის განმავლობაში;
  • ადის და ჩადის კიბეზე დახმარების გარეშე;
  • ფეხს ურტყამს ბურთს;
  • ისვრის ბურთს მაღლა;
  • ხშირ შემთხვევაში იჭერს ბურთს რომელიც მას გადაუგდეს;
  • შეუძლია უკუსვლით სიარული;

ნატიფი (წვრილი) მოტორიკა

  • ხატავს ფორმებს; ხატავს ადამიანს სხეულის 2-4 ნაწილით;
  • იყენებს მაკრატელს;
  • ხატავს წრეებს და ოთხკუთხედებს;
  • იხატავს ასოებს

თვითმოვლა

  • ჭამს კოვზით დამოუკიდებლად მიშხეფების გარეშე;
  • იბანს და იმშრალებს ხელებსა და სახეს;
  • შეუძლია მარტივ საშინაო საქმეში მონაწილეობა (მაგალითად მაგიდის გაშლაში დახმარება);
  • შეუძლია მარტივი ტანსაცმლის ჩაცმა, დახმარება სჭირდება ელვა შესაკრავის ან ღილების შეკვრაში;
  • შეუძლია დაივარცხნოს თმა

3-4 წლის ასაკის ბავშვისთვის საყურადღებოა თუ:

  • არ შეუძლია ადგილზე ხტომა;
  • არ შეუძლია სამთვლიანი ველოსიპედის ტარება;
  • არ შეუძლია ფანქრის დაჭერა ცერა და საჩვენებელი თითებით;
  • უჭირს ყლაპვა;
  • არ შეუძლია წრის დახატვა; არ შეუძლია 4 კუბის დაწყობა ერთმანეთზე;
  • ტირის, როდესაც მშობლები მიდიან;
  • არ გამოხატავს ინტერესს სხვებთან თამაშებისადმი;
  • აიგნორებს სხვა ბავშვებს;
  • არ პასუხობს იმ ადამიანებს, რომლებიც ოჯახის წევრები არ არიან; წინააღმდეგობას უწევს მზრუნველს დაძინებისას, ჩაცმისას, საპირფარეშოში გასვლისას;
  • როდესაც გაბრაზებულია კარგავს კონტროლს და გარბის;
  • არ იყენებს 3-ზე მეტ სიტყვიან წინადადებებს;
  • არ ხმარობს ადეკვატურად სიტყვებს „მე“ და „შენ“

 

სტატიის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

რა შეუძლია 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვს და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება

Read Next

რა შეუძლია ბავშვს 4-5 წლის ასაკში და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება