ე.წ. გაჯეტების მავნე გავლენა ბავშვის განვითარებაზე, რასაც შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს; რა ასაკშია ყველაზე სახიფათო ეკრანი

ბავშვის განვითარებისთვის დიდი ზიანი მოაქვს ე.წ. გაჯეტების გამოყენებას ბავშვის გართობისა თუ „დამშვიდებისთვის“, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში – 3-დან 4 წლამდე. ამ ასაკში მრავალფეროვანი სენსო-მოტორული გამოცდილება გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვის როგორც სენსო-მოტორულ, ასევე სოციალურ-ემოციურ და კოგნიტურ განვითარებაში. ამ გამოცდილების მაგალითად, სმარტფონით ჩანაცვლებამ განვითარების შეფერხებამდე და ზოგჯერ, გამოუსწორებელ შედეგებამდეც კი შეიძლება მიგვიყვანოს.

ნებისმიერ ეკრანთან – იქნება ეს სმარტფონი, კომპიუტერი თუ ტელევიზორი – ჯდომა არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის. შემდგომ წლებშიც, სკოლამდელ ასაკში, ეკრანთან გასატარებელი დრო შეზღუდულია: 24 საათში მაქსიმუმ 20-30 წუთი.

 

„პრაქტიკული რჩევები მშობლებს“

bavSvi.ge – 2026 .                                       ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

როცა ბავშვი ამბობს – „მე თვითონ“, მას დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობა უნდა მივცეთ – ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა ყოველდღიურ რეჟიმში

Read Next

რას უნდა დავაკვირდეთ 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში; საყურადღებო სიმპტომები