გთავაზობთ ბავშვის ფიზიკური და სენსორული განვითარების ეტაპებს ასაკის მიხედვით. ეს დაგეხმარებათ თვალი ადევნოთ თქვენი ბავშვის განვითარებას და ყოველ ეტაპზე შესთავაზოთ მას ის აქტივობები, რაც წინსვლისთვის სჭირდება.
რა შეუძლია ბავშვს 2-დან 3 წლამდე:
მსხვილი მოტორიკა
- კარგად ხოხავს;
- მარტო ჩადის კიბეზე ფეხის მონაცვლეობის გარეშე;
- კიბეზე ადის ფეხის მონაცვლეობით და დახმარებით;
- სწევს ფეხს ბურთის დასარტყმელად;
- ადვილად დარბის;
- ატარებს სამთვლიან ველოსიპედს;
- დახრისას არ ვარდება
ნატიფი (წვრილი) მოტორიკა
- ხატავს ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ და წრიულ ხაზებს;
- ფურცლავს წიგნს;
- აშენებს კოშკებს 6-ზე მეტი კუბიკისგან;
- იჭერს ფანქარს თითქოს უნდა დახატოს/დაწეროს;
- ხსნის და კეტავს შესაკრავებს;
- ატრიალებს სახელურს
თვითმოვლა
- დახმარებით იხდის შარვალს;
- ეხმარება უფროსს დალაგებაში, საგნების გადაადგილებაში;
- იდებს საკვებს პირში დამოუკიდებლად, მცირედი მიშხეფებით
2-დან 3 წლამდე აკაში საყურადღებოა თუ:
- ბავშვი ხშირად ეცემა და უჭირს კიბეზე ასვლა;
- მეტყველებს ძალიან გაუგებრად;
- არ შეუძლია 4 ან მეტი კუბისგან კოშკის აგება;
- უჭირს პატარა საგნებით მანიპულირება; 3 წლის ასაკში უჭირს წრის შემოხაზვა;
- არ შეუძლია კომუნიკაციის დამყარება თუნდაც მოკლე წინადადებით;
- არ ერთვება „ვითომ – ვითომ“ თამაშში;
- არ შეუძლია დამოუკიდებლად კოვზის ან ჭიქის გამოყენება;
- უჭირს მარტივი მითითებების გაგება;
- მცირე ინტერესი აქვს სხვა ბავშვების მიმართ;
- ძალიან უჭირს მშობლებთან განშორება
რა შეუძლია ბავშვს 3-4 წლის ასაკში
მსხვილი მოტორიკა
- დგას და ხტის ცალ ფეხზე 5 წამის განმავლობაში;
- ადის და ჩადის კიბეზე დახმარების გარეშე;
- ფეხს ურტყამს ბურთს;
- ისვრის ბურთს მაღლა;
- ხშირ შემთხვევაში იჭერს ბურთს რომელიც მას გადაუგდეს;
- შეუძლია უკუსვლით სიარული;
ნატიფი (წვრილი) მოტორიკა
- ხატავს ფორმებს; ხატავს ადამიანს სხეულის 2-4 ნაწილით;
- იყენებს მაკრატელს;
- ხატავს წრეებს და ოთხკუთხედებს;
- იხატავს ასოებს
თვითმოვლა
- ჭამს კოვზით დამოუკიდებლად მიშხეფების გარეშე;
- იბანს და იმშრალებს ხელებსა და სახეს;
- შეუძლია მარტივ საშინაო საქმეში მონაწილეობა (მაგალითად მაგიდის გაშლაში დახმარება);
- შეუძლია მარტივი ტანსაცმლის ჩაცმა, დახმარება სჭირდება ელვა შესაკრავის ან ღილების შეკვრაში;
- შეუძლია დაივარცხნოს თმა
3-4 წლის ასაკის ბავშვისთვის საყურადღებოა თუ:
- არ შეუძლია ადგილზე ხტომა;
- არ შეუძლია სამთვლიანი ველოსიპედის ტარება;
- არ შეუძლია ფანქრის დაჭერა ცერა და საჩვენებელი თითებით;
- უჭირს ყლაპვა;
- არ შეუძლია წრის დახატვა; არ შეუძლია 4 კუბის დაწყობა ერთმანეთზე;
- ტირის, როდესაც მშობლები მიდიან;
- არ გამოხატავს ინტერესს სხვებთან თამაშებისადმი;
- აიგნორებს სხვა ბავშვებს;
- არ პასუხობს იმ ადამიანებს, რომლებიც ოჯახის წევრები არ არიან; წინააღმდეგობას უწევს მზრუნველს დაძინებისას, ჩაცმისას, საპირფარეშოში გასვლისას;
- როდესაც გაბრაზებულია კარგავს კონტროლს და გარბის;
- არ იყენებს 3-ზე მეტ სიტყვიან წინადადებებს;
- არ ხმარობს ადეკვატურად სიტყვებს „მე“ და „შენ“
რა შეუძლია ბავშვს 4-5 წლის ასაკში
მსხვილი მოტორიკა
- დგას ცალ ფეხზე 10 ან მეტი წამის განმავლობაში;
- ხტება;
- ცოცავს, სრიალდება სასრიალოდან; შეუძლია გადახტომა
ნატიფი (წვრილი) მოტორიკა
- იხატავს სამკუთხედს და სხვა გეომეტრიულ ფიგურებს;
- ხატავს ადამიანს, უხატავს სხეულს;
- იხატავს ზოგ ასოს;
- შეუძლია გახსნას ელვა შესაკრავიც და ღილებიც
თვითმოვლა
- შეუძლია დანისა და ჩანგლის დამოუკიდებლად გამოყენება;
- კვებისას ტუჩები დახურული აქვს;
- შეხსენების შემდეგ დამოუკიდებლად მიდის საპირფარეშოში;
- იხდის და იცვამს დახმარების გარეშე
4-5 წლის ასაკში საყურადღებოა თუ:
- გამოავლენს აგრესიულ, სახიფათო, არასასურველ ქცევას;
- არ შეუძლია მშობლებთან განშორება;
- არ შეუძლია 5 წუთზე მეტხანს ერთი აქტივობით დაკავება;
- გამოხატავს სხვა ბავშვებთან თამაშისადმი მცირე ინტერესს;
- არ ეკონტაქტება სხვა ადამიანებს;
- უფრო ხშირად მოწყენილი და სევდიანია;
- ერიდება უცხო უფროსებთან ან ბავშვებთან თამაშს;
- არ გამოხატავს ბევრ ემოციას;
- უჭირს დაძინება, ჭამა და საპირფარეშოს გამოყენება;
- უფრო ხშირად პასიურია;
- არ ესმის მიმართების აღმნიშვნელი სიტყვების მნიშვნელობა (მაგ. დადე მაგიდა-ზე, აიღე ბურთი, რომელიც მაგიდის ქ ვ ე შ არის):
- არ ესმის ორსაფეხურიანი ინსტრუქცია (მაგ. აიღე სათამაშო და დადე მაგიდაზე);
- არ შეუძლია თავისი სახელისა და გვარის თქმა;
- ვერ იყენებს წარსულ დროსა და მრავლობით რიცხვს;
- არ შეუძლია 6-8 კუბისგან კოშკის აშენება;
- ფანქარს იჭერს მუშტით;
- უჭირს ტანსაცმლის გახდა;
- არ შეუძლია კბილების გახეხვა ან ხელების დაბანა და გაშრობა
რა შეუძლია ბავშვს 5-დან 6 წლამდე
მსხვილი მოტორიკა
- ფეხს ურტყამს მისი მიმართულებით მოძრავ დიდი ზომის ბურთს;
- ბრუნვის, ტრიალის დროს ინარჩუნებს წონასწორობას;
- დარბის ისე, რომ თავს არიდებს დაბრკოლებებს;
- დადის წყლიანი ჭიქით ისე, რომ არ ეღვრება;
- კიბეზე ადის/ჩადის ისე, რომ მოძრაობისას უჭირავს ნივთი ერთ ან ორივე ხელში;
- სამთვლიანი ველოსიპედის ტარებისას უხვევს, არიდებს თავს დაბრკოლებნებს, აჩერებს და ძრავს ველოსიპედს;
- შეუძლია ხელების მოჭიდებით ძელზე დაკიდება
ნატიფი (წვრილი) მოტორიკა
- უფროსის დახმარებით იკრავს ფეხსაცმლის ზონარს;
- შეუძლია საბავშვო მაკრატლით ქაღალდისაგან მარტივი ფიგურების გამოჭრა, აპლიკაციის გაკეთება;
- აგებს მცირე ზომის მძივს ძაფზე;
- ხსნის ყველანაირ შესაკრავს (თასმა, ელვა, ღილი);
- ძერწავს რამდენიმე ნაწილისგან შემდგარ ფიგურებს პლასტელინით ან თიხით
თვითმოვლა
- დამოუკიდებლად იბანს ხელს ჭამამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. დაბანისას არ ისველებს ტანსაცმელს;
- უფროსის დახმარებით ივარცხნის თმას;
- ამინდის მიხედვით არჩევს ტანსაცმელს;
- გამოყენების შემდეგ რეცხავს კბილის ჯაგრისს და აბრუნებს თავის ადგილას
5-დან 6 წლამდე ბავშვებში საყურადღებოა თუ:
- ბავშვის საუბარი ძნელი გასაგებია ან არ საუბრობს სრული წინადადებებით;
- არ შეუძლია რამოდენიმესაფეხურიანი ინსტრუქციის გაგება;
- არ ამჟღავნებს თანაგრძნობის განცდას;
- არ ამჟღავნებს ინტერესს წერის მიმართ;
- არ ურთიერთობს უცხოებთან, ამჟღავნებს აგრესიას;
- არ ამჟღავნებს სხვადასხვა ემოციებს;
- 5 წუთზე მეტხანს უჭირს საქმიანობაში ჩართვა;
- არ ხატავს;
- არ თამაშობს მრავალფეროვან თამაშებს
„პრაქტიკული რჩევები მშობლებს“
bavshvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!
4 Comments
[…] სტატიის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე […]
[…] სტატიის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე […]
[…] სტატიის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე […]
[…] სტატიის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე […]
Comments are closed.