SOS!!! ინფორმაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ბავშვების მომავალს ანადგურებენ!!!
საქართველოს პარლამენტი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო სტრატეგიებს, აკონტროლებს ბავშვის უფლებათა რეალიზებისა და დაცვის კუთხით საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას.
საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას საკანონმდებლო საქმიანობის, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისა და შესრულების კონტროლის განხორციელებისას, ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვით.
ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის, შესაბამისი კანონმდებლობის განვითარების, ბიუჯეტირების და საპარლამენტო კონტროლის განხორციელების დროს სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტში იქმნება ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. ამ საბჭოს შექმნის წესი, შემადგენლობა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და საბჭოს დებულებით.
საქართველოს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ
მუხლი 89 კანონის სრული ვერსია იხ. ბმულზე
bavSvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!