SOS!!! ინფორმაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ბავშვების მომავალს ანადგურებენ!!!
სახელმწიფო ორგანომ და მუნიციპალიტეტის ორგანოებმა ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას ხელი უნდა შეუწყონ და ამ ორგანიზაციამ ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამა უნდა განახორციელოს აღნიშნული ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული დამოუკიდებლობის პრინციპისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
ბავშვთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია, შესაბამისი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამას შეიმუშავებს და ახორციელებს დამოუკიდებლად ან ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან კოორდინაციით.
ბავშვთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ამ კოდექსით დადგენილ პრინციპებსა და მოთხოვნებს; ამასთანავე, მათი დაცვა და პატივისცემა გამოხატული უნდა იყოს საჯაროდ, მათ შორის, ამ ორგანიზაციის წესდებით.
ბავშვის მხარდაჭერის ორგანიზაციული მოწყობის ფორმები
ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი ორგანოები იქმნება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ან ფუნქციონირებს ბავშვის დახმარების სფეროში მომუშავე კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფორმით.
სახელმწიფო ორგანო და მუნიციპალიტეტი ამ კოდექსით გათვალისწინებულ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის დაწესებულებას ქმნიან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით ან ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების განმახორციელებელ კერძო პირებს კონკურსის წესით შეარჩევენ.
მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახური (სტრუქტურული ერთეული), რომელიც შეიმუშავებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ მართვას და მათი განხორციელების კონტროლს საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივი ფორმები განისაზღვრება მათი სადამფუძნებლო შეთანხმებებით.
სახელმწიფო ორგანომ ბავშვის მხარდაჭერის პოლიტიკის განსაზღვრისას უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის მხარდაჭერის პროგრამის ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი კერძო
დაწესებულების კონკურსის წესით შერჩევის საფუძველზე განხორციელებას.
ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები
ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები, აგრეთვე ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობითი სერტიფიცირების წესი და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობით სერტიფიცირებას ორგანიზებას უწევს და სერტიფიცირებული ბავშვის მომვლელების (ძიძების) რეესტრს აწარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
საქართველოს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ
მუხლი 86, 87, 88 კანონის სრული ვერსია იხ. ბმულზე
bavSvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!