SOS!!! ინფორმაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ბავშვების მომავალს ანადგურებენ!!!
იშვიათია მშობელი, რომელსაც არ შეჰქმნია გარკვეული სირთულეები ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით. ქცევათა გარკვეული კატეგორია აღნიშნულია სხვადასხვა ტერმინებით, როგორებიცაა – „რთული ქცევა“, „გამომწვევი ქცევა“, „პრობლემური ქცევა“ და ა. შ.
ქცევა მრავალმხრივი მოვლენაა, ამიტომ იგი მრავალი მეცნიერის კვლევის საგანს წარმოადგენს. ის ფსიქოფიზიოლოგიურია, ქცევა ყოველთვის რაღაცისთვის სრულდება და მას აუცილებლად გააჩნია საზრისი, მნიშვნელობა, ღირებულება.
რთული ქცევა, ეს არის ნებისმიერი ქცევა, რომელიც არღვევს საზოგადოებაში ან კონკრეტულ სიტუაციაში არსებულ წესებს. იგი ხელისშემშლელია და ზოგ შემთხვევას პიროვნებას ან საზოგადოებას პრობლემებს უქმნის.
მაგალითები:
- აგრესიული ქცევები (დარტყმა, ჩარტყმა, ჩხუბი, ყვირილი, უხეშობა და სხვ.);
- ტანტრუმები (ისტერიკის გამოხატვა ფეხების ბაკუნით, ყვირილით, იატაკზე დაცემა);
- გაქცევა (მიზანმიმართულად ან უმიზნოდ);
- ქცევა, რომელიც ხელს უშლის სოციალურ ურთიერთობებში, რომელიც ვლინდება არასწორ დროს და ადგილას;
- ქცევა, რომელიც ბავშვს ხელს უშლის სწავლაში ან სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობისას, როდესაც ბავშვი არ ასრულებს უფროსის დავალებას, ურტყამს სხვა ბავშვს ან ამბობს ცუდ სიტყვებს.
ბავშვები იმეორებენ ყველაფერს, რასაც აკეთებენ მათი მშობლები. მშობლები არიან მოდელები იმ უნარ-ჩვევებისა, რომელსაც შვილები ყოველდღიურ ცხოვრებაში და ურთიერთობებში გამოიყენებენ.
ამერიკელმა მაცნიერმა ბანდურამ შეიმუშავა სოციალური დასწავლის თეორია, რომელიც თავისი არსით გარემოს თეორიებს მიეკუთვნება – ანუ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემო, თუმცა ბიჰევიორისტებისაგან განსხვავებით იგი ბავშვს, როგორც პროცესის აქტიურ მონაწილედ განიხილავს, რომელიც მიბაძვით სწავლობს, თუმცა აქტიურად იაზრებს და ირჩევს იმას, რას მიბაძოს და რას არა.
ამგვარად, ქცევაზე პასუხისმგებელია მოთხოვნილება და წინაპირობა, ასევე, სხვისი ან საკუთარი გამოცდილება. რიგ შემთხვევებში ბავშვი ავლენს ქცევას, რომელიც საკუთარი გამოცდილებთ იცის რომ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს (მაგ: ტირის, იღებს სასურველ ნივთს და ა.შ.), რიგ შემთხვევაში კი ხედავს, სხვა როგორ უზრუნველყოფს მოთხოვნების დაკმაყოფილებას (მაგ. ბავშვი, რომელიც იტყუება, თავს აღწევს დავალების შესრულებას) და იმეორებს/ბაძავს მის ქცევას.
ყოველივე ზემოთთქმული რომ შევაჯამოთ:
- ქცევა მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებაა;
- ქცევა შეიძლება იყოს ნებიერი ან უნებლიე, ხილული ან ფარული, ცნობიერი ან არაცნობიერი/ავტომატიზირებული;
- წარმოიშობა გარკვეულ სიტუაციაში/კონტექსტში
„პოზიტიური მშობლობა“
bavSvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!