SOS!!! ინფორმაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ბავშვების მომავალს ანადგურებენ!!!
კომუნიკაცია, ეს ინფორმაციის გადაცემის პროცესია. ერთი ადამიანი მეორე ადამიანს გადასცემს გარკვეულ ინფორმაციას, ხოლო ეს უკანასკნელი იძლევა პასუხს. ინფორმაციის გადამცემი კი, ამ პასუხის მიხედვით აგებს თავის მომდევნო კომუნიკაციას. ამდენად, კომუნიკაცია მარტო იმაზე კი არა რის დამოკიდებული, თუ რა ინფორმაცია გადასცა ერთმა მხარემ მეორეს, არამედ იმაზეც, თუ როგორ გაიგო და შეაფასა მიღებული გზავნილი მეორე მხარემ. ჩვენ შეტყობინებებს ვაგზავნით ვერბალურად ანუ სიტყვების საშუალებით ან/და არავერბალურად. არავერბალური შეტყობინებები იგზავნება ჟესტით, პოზით, სახის გამომეტყველებით ან სხვა ქცევით. მაშასადამე, არავერბალური კომუნიკაცია არის სიტყვების გარეშე ინფორმაციის გაცვლა. ეს ხდება ხმის ტონის, მანერების, გამომეტყველების, გარეგნობის, პოზის, ჩაცმისა და ურთიერთობისას დაკავებული მანძილის მეშვეობით.
არავერბალური კომუნიკაცია უფრო ადრეულია, ვიდრე ვერბალური. ადამიანები, მეტყველების დაწყებამდე, ურთიერთობითვის არავერბალურ კომუნიკაციას იყენებდნენ. ადამიანებთან კომუნიკაციისთვის საჭიროა, ვიცნობდეთ სხეულის ენას, რათა წავიკითხოთ მოსაუბრის არავერბალური ინფორმაცია, ანუ გვესმოდეს სხეულის ენა და ამით გავიგოთ მოსაუბრის მდგომარეობა. არავერბალური კომუნიკაციით საუკეთესოდ გამოიხატება ემოციები, დამოკიდებულება, მიმართულება, რაც სიტყვებით ძნელად გამოითქმის.
არავერბალური კომუნიკაცია უფრო სანდოდ და გულწრფელად არის მიჩნეული, ვიდრე ვერბალური, რადგან არავერბალური მესიჯების კონტროლი უფრო ძნელია, ვიდრე სიტყვების. თუ მათ შორის შეუსაბამობაა, ადამიანები უფრო მეტად არავერბალურ ინფორმაციას ენდობიან.
ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობა დავამყაროთ მაშინაც კი, როდესაც ჩუმად ვართ და დუმილს ვინარჩუნებთ. ასეთ დროსაც კი, ჩვენ რაღაც ინფორმაციას გადავცემთ. ფსიქოლოგებმა გამოთვალეს, რომ ინფორმაციის თითქმის ½-ს მოსაუბრის სხეულის ენით ვიღებთ, 1/3-ს ხმის და მხოლოდ 1/6-ს სიტყვებით. ეს საერთოა ყველა კულტურისთვის, თუმცა სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა მნიშვნელობაა დამახასიათებელი. ამგვარად, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისთვის აუცილებელია ურთიერთობათა იმ არავერბალური ფორმების ცოდნა და გაგება, რომელიც მისთვის დამახასიათებელია.
არავერბალური კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი თავისებურებაა ის, რომ იგი ხორციელდება გრძნობის ყველა ორგანოს მეშვეობით: მხედველობა, სმენა, შეგრძნება, გემო, ყნოსვა. ისინი კომუნიკაციის საკუთარ არხებს ქმნიან.
არავერბალური კომუნიკაციის ელემენტებია:
შეხება, მხედველობა, კონტაქტი;
დროის გამოყენება, ლოდინი, პაუზის გაკეთება;
ხმის ტემბრი, ტონი, სიჩქარე;
ბუტბუტი, ლუღლუღი, სხეულის მოძრაობები, სახის ალეწვა, მხრების აჩეჩვა, თვალის მოძრაობა, ფეხის მოძრაობა, თითების მოძრაობა.
„პოზიტიური მშობლობა“
bavSvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!