SOS!!! ინფორმაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ბავშვების მომავალს ანადგურებენ!!!
- ყურადღება გაამახვილეთ ბავშვზე, თავი შეიკავეთ აღმზრდელის შესახებ კითხვების დასმისგან;
- ნუ შეგეშინდებათ, ბავშვებს ჰკითხოთ მათი ცხოვრების ისეთი ასპექტების შესახებ როგორიცაა: სკოლა, მეგობრები, შინაური ცხოველები, ტელევიზორი, სპორტი. კითხვების დაუსმელობამ შესაძლოა, ბავშვს შეუქმნას განცდა, რომ თქვენ ის არ გაინტერესებთ;
- გახსოვდეთ, არ უნდა იყოთ მკაცრი ან ზედმეტად კრიტიკული თქვენი შვილის ნამუშევრის ან ნაწერების მიმართ. მაშინაც კი, თუ იმედგაცრუებული ხართ მისი აკადემიური მოსწრებით;
- როდესაც თქვენ გჭირდებათ ბავშვისთვის შენიშვნის მიცემა ან პრობლემაზე მითითება, ხაზგასმით აღნიშნეთ ის, რაც მათ სწორად გააკეთეს და ასევე ის, რაც გაუმჯობესებას საჭიროებს;
- თუ ბავშვთან დაკავშირებით რაიმე უარყოფითი გაიგეთ, წაახალისეთ ის, რომ გაგიზიაროთ თავისი გრძნობები, შიშები და მოუსმინეთ ბავშვს განსჯის გარეშე;
- მოკლედ გაუზიარეთ შვილს, რომ კარგად ხართ;
- მოერიდეთ მისთვის თქვენი პრობლემების – ჯანმრთელობის მდგომარეობის, შიშების, შფოთვების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას;
„პოზიტიური მშობლობა“
bavSvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!