ბავშვის განათლების, ჯანმრთელობისა და უვნებელ გარემოში ცხოვრების, განვითარებისა და სოციალური დაცვის უფლება
ყველა ბავშვს აქვს ხარისხიანი და ინკლუზიური განათლების მიღებისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს განათლების ინკლუზიური სისტემის ყველა ბავშვისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას. ბავშვს აქვს უფლება, მისი ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული. სახელმწიფო ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლების