ეს მიგვანიშნებს, რომ ბავშვის ტვინის ორივე ნახევარსფერო შეთანხმებულად მუშაობს – რა არის ბილატერალური განვითარება და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება

მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვის ე.წ. ბილატერალურ განვითარებას. ეს არის ბავშვის უნარი, ერთდროულად და მიზანმიმართულად აკონტროლოს სხეულის ორივე მხარე. მაგალითად, ცალი ხელით ეჭიროს ფურცელი, ხოლო მეორე ხელით ჭრიდეს მას მაკრატლით, ერთი ხელით აფიქსირებდეს ფურცელს, მეორე ხელით ხატავდეს და სხვა. ეს უნარი მიგვანიშნებს, რომ ბავშვის ტვინის ორივე ნახევარსფერო მუშაობს შეთანხმებულად და იზიარებს ინფორმაციას.

ბილატერალურ კოორდინაციასთან მჭიდრო კავშირშია „შუა ხაზის“ გადაკვეთის უნარი. ეს არის ბავშვის უნარი, მოძრაობის დროს ხელით, ფეხით თუ თვალით, სპონტანურად გადაკვეთოს სხეულის შუა ხაზი. მაგალითად, შემოდოს ფეხი ფეხზე, მოიფხანოს იდაყვი, გაიხეხოს კბილები და სხვა.

ამ უნარების ხელშეწყობისთვის უნდა ვითამაშოთ ისეთი თამაშები, სადაც ორივე ხელ-ფეხია ჩართული, სადაც ბავშვს უხდება საგნების მარჯვნიდან მარცხნივ (ან პირიქით) ცალი ხელით ან ფეხით გადატანა, მარჯვენა და მარცხენა ხელით, ან ხელით და ფეხით განსხვავებული მოძრაობების ერთდროულად შესრულება და სხვა.

 

„პრაქტიკული რჩევები მშობლებს“

bavSvi.ge – 2026 .                                       ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

რა არის მსხვილი მოტორული უნარები და რა მნიშვნელობა აქვს მას ბავშვის სრულყოფილად განვითარებაში

Read Next

კარგად განვითარებული ეს უნარი ბავშვის სასკოლო მზაობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია – რა არის წვრილი მოტორიკა და როგორ უნდა განვავითაროთ ის ბავშვებში