SOS!!! ინფორმაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ბავშვების მომავალს ანადგურებენ!!!
მსხვილი მოტორული უნარები მოიცავს ხელების, ფეხების და სხეულის მსხვილ კუნთებს. ეს უნარები ბავშვს სჭირდება ნებისმიერი მოძრაობის დროს – ეს იქნება ხოხვა, ჯდომა, სიარული, სირბილი, სპორტული აქტივობები თუ სხვა. მსხვილი მოტორული უნარები ძალზე კომპლექსური უნარებია და მოიცავს წონასწორობას, კოორდინაციას, სხეულის ნაწილების შეთანხმებულ მართვას რეაქციის დროს და აგრეთვე, საფუძველია მცირე მოტორული უნარების განვითარებისთვის.
ბავშვი იზრდება და მის კუნთებს სჭირდება სულ უფრო და უფრო მეტი ძალა, რათა მართონ გაზრდილი კიდურები და სხეულის მომატებული მასა, უზრუნველყონ ხერხემლის ვერტიკალური პოზიცია და ა.შ.
იმისთვის, რომ ბავშვს სწორად ეჭიროს ზურგი და თავი დგომის, ჯდომისა თუ სიარულის დროს, გამართული იყოს მხრებში, მას სხეულის მსხვილი კუნთები კარგად უნდა ჰქონდეს განვითარებული. ამ შემთხვევაში, ბავშვი ნაკლებად იღლება (არის უფრო შრომისუნარიანი), თავდაჯერებულად მოძრაობს და ხალისით ერთვება მოძრავ თამაშებში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მისი უნარების შემდგომ სრულყოფას.
კარგად განვითარებული მსხვილი კუნთების სისტემა არის წერისთვის მომზადების წინაპირობა და ამცირებს სკოლაში შესვლით გამოწვეულ სქოლიოზის რისკს (რომელსაც იწვევს მერხთან დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა და მოძრაობის ნაკლები საშუალება).
„პრაქტიკული რჩევები მშობლებს“
bavSvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!