უფლებამოსილებანი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროებში – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს სათანადო პროგრამებსა და ღონისძიებებს ბავშვის კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ძალადობისგან ბავშვის დაცვის და სხვა მიზნებით, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სპეციალისტების მონაწილეობით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას ამ სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.

 

საქართველოს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ

მუხლი 92                                                           კანონის სრული ვერსია იხ. ბმულზე               

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

უფლებამოსილებანი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროებში – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილება

Read Next

უფლებამოსილებანი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროებში – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილება