SOS!!! ინფორმაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ბავშვების მომავალს ანადგურებენ!!!
ყველა ბავშვს აქვს თანაბარი უფლება, მისი საქმე განხილულ იქნეს სამართლიანად და ამ უფლების შემადგენელი ყველა პრინციპის (მათ შორის, კანონიერების, თანაზომიერების, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპების) მიხედვით, აგრეთვე აქვს სასამართლოსთვის მიმართვისა და გასაჩივრების უფლება, იურიდიული დახმარებისა და იურიდიული კონსულტაციის მიღების უფლება.
საქმის სამართლიან განხილვაზე ბავშვის უფლება ვრცელდება როგორც დისციპლინურ წარმოებაზე ან/და ადმინისტრაციულ წარმოებაზე, ისე სასამართლოში სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მიმდინარე სამართალწარმოებაზე. დაუშვებელია ამ უფლების ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე მითითებით შეზღუდვა.
ბავშვს აქვს ადვოკატის მოწვევის უფლება. სახელმწიფო ბავშვისთვის უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას, როდესაც მას მოწვეული ადვოკატი არ ჰყავს.
საქართველოს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ
მუხლი 74 კანონის სრული ვერსია იხ. ბმულზე
bavSvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!