SOS… ეს დაუშვებელია! – ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვა და სამართლებრივი აქტები

დაუშვებელია, რაიმე ფორმით, მათ შორის, მედიის საშუალებით, საჯარო გახდეს ადმინისტრაციულ წარმოებაში ან სასამართლო პროცესში მონაწილე ბავშვის პერსონალური მონაცემები, რომლებითაც შეიძლება გამჟღავნდეს ან არაპირდაპირ მიეთითოს ბავშვის ვინაობა (გამოსახულება, ბავშვის ან მისი ოჯახის წევრების დეტალური აღწერა, სახელები, მისამართები, აუდიო- და ვიდეოჩანაწერები და მსგავსი ინფორმაცია).

დაუშვებელია, რაიმე ფორმით, მათ შორის, მედიის საშუალებით, საჯარო გახდეს ბავშვის პერსონალურ მონაცემთა შემცველი ისეთი დოკუმენტი ან ჩანაწერი, რომელიც უკავშირდება ბავშვისმიმართ დისციპლინური ზომის გამოყენებას, ბავშვის მიმართ ან მის მიერ ჩადენილი ძალადობის შემთხვევას, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ან ღარიბი ოჯახის სოციალური დახმარების ან საქველმოქმედო პროგრამაში ბავშვის მონაწილეობას და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა, მსგავსი შინაარსის ინფორმაციას.

ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო მოწესრიგებას და განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, მართლმსაჯულებისა და სხვა სფეროებში ადგენს ერთიან სტანდარტებს ბავშვის უფლებათა საკითხებზე საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

საქართველოს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ

მუხლი 71                                                            კანონის სრული ვერსია იხ. ბმულზე

bavSvi.ge – 2026 წ.                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

ბავშვის უსაფრთხოების დაცვა საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობისას – რეგულაციები

Read Next

მულტიდისციპლინური მიდგომა – ვისი მონაწილეობით ხორციელდება დანაშაულის შედეგად დაზარალებული, დანაშაულის მოწმე და დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების გამოკითხვა