SOS!!! ინფორმაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ბავშვების მომავალს ანადგურებენ!!!
აკრძალულია ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმის ან კაფსულის უსასყიდლო ან სასყიდლიანი მიწოდება, გარდა ბავშვის მიერ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ექიმის დანიშნულებით მიღების შემთხვევებისა.
აკრძალულია ბავშვის მიერ შრომითი საქმიანობის ისეთ დაწესებულებაში განხორციელება, სადაც ხდება ალკოჰოლიანი სასმლის, ეროტიკული პროდუქციის, ტოქსიკური ნივთიერების, სამედიცინო მიზნით გამოყენებისთვის ნებადართული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების ან/და თამბაქოს ნაწარმის წარმოება, დასაწყობება, ტრანსპორტირება ან რეალიზაცია ან რომელიც ფუნქციონირებს, როგორც სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი დაწესებულება ან ღამის გასართობი დაწესებულება.
დაწესებულების მიერ ამ მოთხოვნების დარღვევა იწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
მავნე ნივთიერებების ზეგავლენისგან ბავშვის დაცვის მიზნით პრევენციულ ღონისძიებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის შესაბამისი მუნიციპალური სამსახური. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლს ახორციელებს შრომის კანონმდებლობისა და პირობების ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო.
საქართველოს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ
მუხლი 63 კანონის სრული ვერსია იხ. ბმულზე
bavSvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!