დანაშაულის შედეგად დაზარალებულ ან/და ძალადობის მსხვერპლ ან/და სავარაუდო მსხვერპლ ბავშვს უფლება აქვს, სახელმწიფოსგან მიიღოს კომპენსაცია, მათ შორის, ფინანსური ზარალის ანაზღაურება სწრაფი პროცედურებით…

სახელმწიფო ქმნის დანაშაულის შედეგად დაზარალებული ან/და ძალადობის მსხვერპლი ან/და მოწმე ბავშვისთვის ხელმისაწვდომ მხარდაჭერის, ფიზიკური და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მოკლე- და გრძელვადიან პროგრამებსა და სერვისებს, დამცირებისგან, ხელახალი ტრავმირებისა და ზიანისგან ბავშვის დაცვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, გასაჩივრებისა და ზიანის ანაზღაურების მექანიზმებს.

დანაშაულის შედეგად დაზარალებულ ან/და ძალადობის მსხვერპლ ან/და სავარაუდო მსხვერპლ ბავშვს უფლება აქვს, სახელმწიფოსგან მიიღოს კომპენსაცია, მათ შორის, ფინანსური ზარალის ანაზღაურება სწრაფი პროცედურებით, როდესაც დამნაშავისგან ამგვარი ანაზღაურების სწრაფად მიღება შეუძლებელია.

სახელმწიფო უზრუნველყოფს დანაშაულის შედეგად დაზარალებული და დანაშაულის მოწმე ბავშვების უფლებების დაცვას და მათი მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას, აგრეთვე დანაშაულის შედეგად დაზარალებული ბავშვის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას მართლმსაჯულების განხორციელების ყველა სტადიაზე, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის, შესაბამისად.

სახელმწიფო უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლ ან/და მოწმე ბავშვთან საჯარო დაწესებულებაში მომუშავე ყველა პირის სავალდებულო სწავლებას/სპეციალიზაციას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

 

საქართველოს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ

მუხლი 61                                                         კანონის სრული ვერსია იხ. ბმულზე

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენცია და სახელმწიფოს ვალდებულებები

Read Next

ბავშვის დაცვა ალკოჰოლური საშუალებისგან, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებებისგან