ბავშვებით ვაჭრობა – აკრძალულია სექსუალური ან შრომითი ექსპლუატაციის, ორგანოს გადანერგვის ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით ბავშვის გადაცემა ან მიღება

აკრძალულია ბავშვით ვაჭრობა, ანუ ფულადი ანაზღაურების ან ნებისმიერი სხვა სარგებლის მიღების მიზნით პირის ან პირთა ჯგუფის მიერ ბავშვის სხვა პირისთვის ან პირთა ჯგუფისთვის გადაცემა.

აკრძალულია სექსუალური ან შრომითი ექსპლუატაციის, ორგანოს გადანერგვის ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით ბავშვის ნებისმიერი საშუალებით შეთავაზება, გადაცემა ან მიღება.

აკრძალულია ბავშვით ვაჭრობა მისი შვილად აყვანის მიზნით ან შუამავლის მიერ ანგარებით პირის დარწმუნება, თანხმობა გასცეს ბავშვის გაშვილებაზე „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევით.

სახელმწიფო ახორციელებს ყველა ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას ბავშვით ვაჭრობის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით.

 

საქართველოს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ

მუხლი 57                                                           კანონის სრული ვერსია იხ. ბმულზე 

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

ბავშვის დაცვა ყველა ფორმის სექსუალური ექსპლუატაციისგან

Read Next

ბავშვის დაცვა ტრეფიკინგისგან – აკრძალვები