SOS!!! ინფორმაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ბავშვების მომავალს ანადგურებენ!!!
ბავშვის განათლების მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის და ბავშვის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის აღმოფხვრას.
დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისციპლინურ ზომად ნებისმიერი ფორმის ძალადობის გამოყენება, მათ შორის, ფიზიკური დასჯა ან სხვა სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელის გამოყენება.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა დაინერგოს ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, პრევენციის და შესაბამის ფაქტებზე სათანადო რეაგირების პროგრამები და მექანიზმი.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებებში მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტის შესატყობინებლად.
საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხზე პასუხისმგებელ პირს − კოორდინატორს.
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, პრევენციის და შესაბამის ფაქტებზე სათანადო რეაგირების პროგრამებს შეიმუშავებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კოდექსის გათვალისწინებით.
საქართველოს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ
მუხლი 38 კანონის სრული ვერსია იხ. ბმულზე
bavSvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!