კონტროლის მექანიზმები, რომელიც ალტერნატიული ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებაა

ბავშვი, რომელიც მასზე ზრუნვის ანდა მისი დაცვის ან მკურნალობის მიზნით მოთავსებულია დაწესებულებაში, ექვემდებარება მისდამი მოპყრობის, მისი ამ დაწესებულებაში დარჩენის საჭიროების და სხვა გარემოებების სავალდებულო პერიოდულ კონტროლს, კერძოდ, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ შემოწმების ჩატარებას.

ბავშვის მიმართ ალტერნატიული ზრუნვის გაგრძელების საჭიროებისა და პირობების პერიოდული შემოწმება და ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების შესრულების მონიტორინგი უნდა განახორციელოს შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ ბავშვისა და მისი მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის უშუალო მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აკრძალულია ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ბავშვის მოძიება და ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებაში განთავსება, თუ შესაძლებელია ბავშვის ოჯახში დაბრუნება ან მისთვის ოჯახზე დაფუძნებული სერვისის მიწოდება.

ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების შესრულებისა და სერვისის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.

 

საქართველოს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ

მუხლი 34                                                           კანონის სრული ვერსია იხ. ბმულზე  

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და რა ვალდებულებები აკისრია მას

Read Next

განათლების მიღების უფლება – სახელმწიფოს ვალდებულებები