რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და რა ვალდებულებები აკისრია მას

უფლებამოსილი ორგანო ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებულ ბავშვს უნიშნავს პირს, რომელიც იღებს ბავშვის შესახებ გადაწყვეტილებას მისი სრულყოფილი მონაწილეობით, მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებული ბავშვის კანონიერ წარმომადგენლად დანიშნულ პირს უნდა ჰქონდეს კარგი რეპუტაცია, ბავშვთან ურთიერთობისთვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები და გავლილი უნდა ჰქონდეს სავალდებულო სწავლება.

უფლებამოსილი ორგანო ანგარიშვალდებულია ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებული ბავშვის კანონიერ წარმომადგენლად დანიშნული პირის საქმიანობისთვის და, შესაბამისად, მას სათანადო პროფესიულ მხარდაჭერას და ზედამხედველობას უწევს.

 

საქართველოს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ

მუხლი 33                                                         კანონის სრული ვერსია იხ. ბმულზე 

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების სავალდებულოობა

Read Next

კონტროლის მექანიზმები, რომელიც ალტერნატიული ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებაა