SOS!!! ინფორმაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ბავშვების მომავალს ანადგურებენ!!!
ყველა ბავშვს აქვს ხარისხიანი და ინკლუზიური განათლების მიღებისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლება.
სახელმწიფო უზრუნველყოფს განათლების ინკლუზიური სისტემის ყველა ბავშვისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას.
ბავშვს აქვს უფლება, მისი ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული.
სახელმწიფო ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზებასა და დაცვას ახორციელებს ბავშვისთვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისებისა და დაწესებულებების ხელმისაწვდომობის, აგრეთვე უვნებელი გარემოს უზრუნველყოფით.
ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს უვნებელ გარემოში, სადაც მისი ჰარმონიული განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს სოციალური დაცვითა და მხარდაჭერით მისი და მასზე მზრუნველი პირების ინდივიდუალური საჭიროებებისა და მდგომარეობის შესაბამისად.
ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობისთვის უვნებელი ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით, მიიღოს ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ და მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
საქართველოს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ
მე-10, მე-11, მე-12 მუხლები კანონის სრული ვერსია იხ. ბმულზე
bavSvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!