თამაშის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში

თამაში ადრეული ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევაა, ბავშვი თამაშით ვითარდება და სამყაროსაც ამ საშუალებით შეიმეცნებს. შესაბამისად, ფიზიკური და სენსორული უნარების განვითარებაც სწორედ თამაშის გზით უნდა მიმდინარეობდეს. ყველაფერი, რაც გვინდა, რომ ბავშვს შევასწავლოთ, უნდა იყოს შეთავაზებული მისთვის სახალისო ფორმით. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ თამაში მხოლოდ მაშინაა თამაში, თუ ბავშვი მასში ჩართულია საკუთარი სურვილით და შეუძლია შეწყვიტოს, როგორც კი ის მისთვის საინტერესო აღარ იქნება.

მნიშვნელოვანია: თამაშის დროს მთავარი პროცესია და არა შედეგი!!!!

ბავშვი თამაშს იწყებს სიცოცხლის პირველივე დღეებიდან და მისი თამაში განვითარების სხვადასხვა ეტაპს გაივლის. თავდაპირველად, ბავშვს სიამოვნებს საკუთარი სხეულის აღმოჩენა, სხვადასხვა საგნების გაცნობა ხუთივე გრძნობის (შეხება, ყნოსვა, სმენა, მხედველობა, გემო) გამოყენებით. ამგვარად, თამაშში იგი სენსორულ და მოტორულ უნარებს ივითარებს, საკუთარი სხეულის შესაძლებლობებსა და მის გარშემო არსებულ სინამდვილეს ეცნობა.

სენსორული და მოტორული უნარების განვითარებასთან ერთად, თანდათან, ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ საკუთარი მოძრაობებითა და საგნებზე მანიპულირებით მიღებული სიამოვნება, არამედ, თამაში მისთვის მეტ აზრს იძენს. დროთა განმავლობაში, ბავშვი მეტად იჩენს ინტერესს სხვა ბავშვების თამაშის მიმართ, ჯერ მხოლოდ როგორც დამკვირვებელი, შემდეგ კი თანდათანობით ერთვება ერთობლივ თამაშებშიც. ბავშვებისათვის სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობების შერჩევისას ეს ყველაფერი მხედველობაში უნდა ვიქონიოთ.

 

 

„პრაქტიკული რჩევები მშობლებს“

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

როგორ რეაგირებენ სხვადასხვა ასაკის ბავშვები სტრესზე და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ სპეციალისტს

Read Next

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა