როგორ რეაგირებენ სხვადასხვა ასაკის ბავშვები სტრესზე და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ სპეციალისტს

0- 3 წლის ბავშვების რეაგირება სტრესზე

  • ჩვეულებრივზე მეტად ეხუტება თავის მომვლელს;
  • რეგრესირებს წინანდელ (ადრინდელი ასაკის) ქცევებამდე;
  • აღენიშნება ძილთან და კვებასთან დაკავშირებული ცვლილებები;
  • უფრო იოლად ღიზიანდება;
  • აღენიშნება მომატებული ჰიპერაქტიურობა;
  • ჩვეულებრივზე მეტად ეშინია სხვადასხვა საგნის;
  • ჩვეულებრივზე მეტად მომთხოვნია;
  • ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ტირის

 

4-6 წლის ბავშვების რეაგირება სტრესზე

  • ეხუტება უფროსებს;
  • რეგრესირებს წინანდელ (ადრინდელი ასაკის) ქცევებამდე;
  • აღენიშნება ძილთან და კვებასთან დაკავშირებული ცვლილებები;
  • უფრო იოლად ღიზიანდება;
  • უფრო ცუდად კონცენტრირდება;
  • ნაკლებად აქტიური ან პირიქით, ჰიპერაქტიურია;
  • აღარ თამაშობს;
  • ზრდასრულის როლს ასრულებს;
  • წყვეტს საუბარს;
  • ჩვეულებრივზე მეტად შეშფოთებული ან აღელვებულია

 

7-12 წლის ბავშვების რეაგირება სტრესზე

  • ჩაკეტილია საკუთარ თავში;
  • ხშირად დარდობს სხვა დაზარალებულებზე;
  • აღენიშნება ძილთან და კვებასთან დაკავშირებული ცვლილებები;
  • ხშირად ეუფლება შიშის გრძნობა;
  • უფრო იოლად ღიზიანდება;
  • ხშირად იჩენს აგრესიულობას;
  • მოუსვენარია;
  • აღენიშნება მეხსიერებისა და კონცენტრირების პრობლემები;
  • ფიზიკური სიმპტომები/ ფსიქოსომატიური აშლილობა;
  • ხშირად საუბრობს ერთსა და იმავე მოვლენაზე, ან იმეორებს ერთსა და იმავე მოძრაობას;
  • აქვს დანაშაულის გრძნობა ან საკუთარ თავს ადანაშაულებს

 

13-17 წლის ბავშვების (თინეიჯერების) რეაგირება სტრესზე

 

  • ძალიან დასევდიანებულია;
  • გამოხატავს გადაჭარბებულ წუხილს სხვა ადამიანების გამო;
  • აქვს დანაშაულის ან სირცხვილის გრძნობა;
  • ჩვეულებრივზე მეტად იჩენს ავტორიტეტის მიმართ დაუმორჩილებლობას;
  • ჩვეულებრივზე მეტად რისკავს;
  • გამოირჩევა აგრესიულობით;
  • თვითდესტრუქციულია;
  • აქვს უიმედობის განცდა

 

ყურადღება: ბავშვებს, რომლებიც ამ ნიშნებს დიდი ხნის განმავლობაში ავლენენ, სპეციალისტის დახმარება დასჭირდებათ:

  • საკუთარ თავშია ჩაკეტილი, ან ძალიან წყნარია, ცოტას მოძრაობს ან თითქმის არ მოძრაობს;
  • ემალება ან თავს არიდებს სხვა ადამიანებს;
  • არ პასუხობს კითხვებს, არ საუბრობს;
  • უკიდურესად და მუდმივად აღელვებულია;
  • აღენიშნება ცუდად ყოფნის ფიზიკური სიმპტომები; კანკალი, თავის ტკივილი, მადის დაკარგვა, ტკივილები;
  • აგრესიულია, ცდილობს სხვებს აწყენინოს;
  • დაბნეული ან დეზორიენტირებულია

 

 

Unicef georgia

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

 

 

Read Previous

რას ნიშნავს ფიზიკური და სენსორული განვითარება ბავშვებში

Read Next

თამაშის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში