Breaking News :

nothing found
September 21, 2026

ბავშვების მასობრივი მოწამვლის გამო თბილისის რამდენიმე ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა

თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა – განცხადებას ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში  რეგისტრირებულ  აღსაზრდელს  დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.

სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას“ – ნათქვამია განცხადებაში.

Read Previous

3 კომპანიაში ჩხრეკა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა – თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვების მასობრივი მოწამვლის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

Read Next

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან აღებული ნიმუშები ლაბორატორიაში გადააგზავნეს