SOS!!! ინფორმაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ბავშვების მომავალს ანადგურებენ!!!
თამაშები ბუნებაში ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ბავშვისთვის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალ-ემოციური განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
სხვადასხვა ფერების, სუნებისა და ხმების მრავალფეროვნება, უამრავი განსხვავებული ფაქტურის ზედაპირი (ბალახი, ქვები, ხეები და სხვა), აგრეთვე ამინდის ცვალებადობა, წვიმა, თოვლი, ყინული, ცისარტყელა, ჩიტები და ყვავილები, ბავშვს მდიდარ და მრავალფეროვან სენსორულ გამოცდილებას სთავაზობს, რისი მიღწევაც სახლის პირობებში შეუძლებელია.
მეტიც, ეს იძლევა მოტორული განვითარების გაცილებით უფრო სახალისო და საინტერესო შესაძლებლობებს, ვიდრე თუნდაც სათამაშო მოედანი. ბუნებაში ლაშქრობისას აუცილებლად მოგიწევს უსწორმასწორო ზედაპირზე სიარული, წინაღობების გადალახვა, ცოცვა, გადახტომა და სხვა მრავალი.
მნიშვნელოვანია, ბუნებაში ლაშქრობის დროს ბავშვს მაქსიმალური თავისუფლება და ზომიერი რისკის საშუალებაც მივცეთ. გვახსოვდეს, გაფრთხილებები: „არ ირბინო გაოფლიანდენი/წაიქცევი“, „გუბეში არ ჩატოპო, დაისვრები“, „ასე მაღლა ნუ ადიხარ/აქედან არ ჩამოხტე საშიშია“, „ამას ხელს ნუ კიდებ ჭუჭყიანია“, „ფუ რა საზიზღარი ბაყაყია/ჭიაა/ხოჭოა“ – უკარგავს ბავშვს თამაშის ხალისს და აბრკოლებს მის განვითარებას.
„პრაქტიკული რჩევები მშობლებს“
bavSvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!