SOS!!! ინფორმაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ბავშვების მომავალს ანადგურებენ!!!
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს სათანადო პროგრამებსა და ღონისძიებებს განათლების ინკლუზიური სისტემის განვითარების, ინკლუზიური განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის, განათლების სისტემაში ძალადობისგან ბავშვის დაცვის, სოციალური მუშაობის გაძლიერების, ბავშვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, მოზარდის მხარდაჭერისა და ახალგაზრდის განვითარების, კულტურისა და სპორტის სფეროებში ბავშვის სრულყოფილი მონაწილეობის და ბავშვის სხვა უფლებების რეალიზების მიზნით, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სპეციალისტების მონაწილეობით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას ამ სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.
საქართველოს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ
მუხლი 93 კანონის სრული ვერსია იხ. ბმულზე
bavSvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!