ბავშვის უფლება იურიდიულ დახმარებაზე

ბავშვს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღოს თანამიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია ან/და იურიდიული დახმარება სახელმწიფოს ხარჯზე, მისი ასაკის, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მისთვის გასაგები ენით, სათანადო კომუნიკაციის საშუალებებით.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბავშვისთვის ან/და მშობლისთვის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის ან/და იურიდიული დახმარების გაწევას ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს ბავშვისთვის იურიდიული კონსულტაციის ან/და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას ტელეფონით, ადაპტირებული ინტერნეტგვერდებით, ბეჭდური და სხვა საშუალებებით.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის, მიმართვის ფორმებისა და ყველა სხვა მომსახურების ხელმისაწვდომობას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სტანდარტების თანახმად.

 

საქართველოს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ

მუხლი 79                                                           კანონის სრული ვერსია იხ. ბმულზე

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

ბავშვის გარანტიები სამართალწარმოებაში და გამოხატვის პროცესის ფორმები

Read Next

ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლომ უპირატესობა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა მიანიჭოს – ბავშვის საუკეთესო ინტერესები გადაწყვეტილების დასაბუთების საფუძვლებში