ბავშვის ოჯახში ცხოვრებისა და პიროვნული განვითარების უფლება – დაუშვებელია აღზრდისას ისეთი მეთოდები, რომლებიც ფიზიკურ დასჯას, სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ითვალისწინებს

ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის.

მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია პატივი სცეს ბავშვის პიროვნებას, აღზარდოს ბავშვი მშვიდობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებით, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, მოამზადოს ბავშვი საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

მშობელი არის ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და განსაკუთრებული რწმუნებულების გარეშე გამოდის მისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

დაუშვებელია მშობლის მიერ მშობლის უფლებების ისე განხორციელება, მათ შორის, ბავშვის ქონების იმგვარად მართვა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ზიანი მიადგეს.

დაუშვებელია ბავშვის აღზრდისას მშობლის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ დასჯას ან მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და სასჯელის გამოყენებას.

 

 

საქართველოს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ

მუხლი 24                                                           კანონის სრული ვერსია იხ. ბმულზე

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

ბავშვის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება

Read Next

პასუხისმგებლობები, რომლებიც მშობლებსა და აღზრდაში ჩართულ სხვა პირებს აკისრიათ