ბავშვის დაცვა ეკონომიკური ექსპლუატაციისგან – რა ითვლება ეკონომიკურ ექსპლუატაციაში

დაუშვებელია ბავშვის ეკონომიკური ექსპლუატაცია, ანუ ფულადი ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით ბავშვის იძულება რაიმე მოქმედების შესასრულებლად ან მომსახურების გასაწევად, მისი მონობის ან მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩაყენება, ორგანოს ამოღება ან ბავშვის სხვაგვარი გამოყენება იძულებით, შანტაჟით, მოტყუებით, წაქეზებით, მასზე გავლენის სხვაგვარად მოხდენით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით.

აკრძალულია მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე ბავშვის დაყოლიება იძულებით, შანტაჟით, მოტყუებით, წაქეზებით, მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამოყენებით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით.

დაუშვებელია ბავშვის იძულება, წაქეზება, დაყოლიება ან გამოყენება ისეთი სამუშაოს შესასრულებლად ან მისი ისეთი სამუშაოს შესრულებაში ჩაბმა, რომელიც მას ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური ან/და სოციალური განვითარებისთვის.

სახელმწიფო იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომებს ყველა ფორმის ეკონომიკური ექსპლუატაციისგან ბავშვის დასაცავად.

 

საქართველოს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ

მუხლი 55                                                         კანონის სრული ვერსია იხ. ბმულზე

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

ბავშვის დაცვა შრომის საზიანო ფორმებისგან – რა ითვლება შრომის საზიანო ფორმად

Read Next

ბავშვის დაცვა ყველა ფორმის სექსუალური ექსპლუატაციისგან