რას ნიშნავს ფიზიკური და სენსორული განვითარება ბავშვებში

ფიზიკური განვითარება გულისხმობს როგორც ბავშვის სხეულის ფიზიკურ ზრდას, ასევე მისი მსხვილი და წვრილი მოტორიკისა და სენსორული უნარების (სენსო-მოტორული უნარების) განვითარებას.

ამ სფეროს განვითარება თითქოსდა პროგნოზირებადი თანმიმდევრობით მიმდინარეობს, მაგრამ, ამავდროულად, მთელი რიგი ფაქტორებით არის განპირობებული, როგორიცაა გენეტიკა, გარემო პირობები და გამოცდილება.

ფიზიკური და სენსორული განვითარების სფერო შემდეგ უნარებს მოიცავს:

  • მსხვილი (უხეში) მოტორიკა – ეს არის ბავშვის უნარი აკონტროლოს კიდურები და სხეულის მსხვილი კუნთები;
  • წვრილი (ნატიფი) მოტორიკა – ბავშვის უნარი, აკონტროლოს წვრილი კუნთები – მაჯისა და თითების კუნთები და აგრეთვე, თვალის ის კუნთები, რომლებიც განსაზღვრავს მხედველობის მიმართულებას;
  • სენსორული უნარები – ბავშვის ის უნარებია, რომლის მეშვეობითაც იგი გარე სამყაროდან იღებს ინფორმაციას (მხედველობა, სმენა, შეხება, გემო, ყნოსვა)

 

 

„პრაქტიკული რჩევები მშობლებს“

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

როგორ შევარჩიოთ ბავშვის საკვები

Read Next

როგორ რეაგირებენ სხვადასხვა ასაკის ბავშვები სტრესზე და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ სპეციალისტს