ხელისა და თვალის კოორდინაცია ნიშნავს, რომ თვალი აკონტროლებდეს ხელის მოძრაობებს ანუ, ხელები და ხედვა ერთიანადაა ჩართული მოქმედების შესრულებაში.
ეს უნარი ეხმარება ბავშვებს ყოველდღიურ საქმიანობებსა და თამაშებში. აგრეთვე, ძალზედ მნიშვნელოვანია წერა-კითხვის დაუფლებისთვის.
ხელისა და თვალის კოორდინაციის განვითარების ყველაზე კარგი საშუალებაა ბურთით თამაში. სხვადასხვა ზომის ბურთების (ან რბილი სათამაშოების) მიზანში სროლა, გადაგდება-დაჭერა, ფაზლების აწყობა და ა.შ.
„პრაქტიკული რჩევები მშობლებს“
bavshvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!