Breaking News :

nothing found
September 21, 2026

პრემიერი: ყველა მოსწავლეს და სტუდენტს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მშობლებს, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

“ყველა მოსწავლეს და სტუდენტს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მშობლებს, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

განსაკუთრებით გილოცავთ პირველკლასელებსა და პირველკურსელებს, ვისთვისაც დღეს ცოდნის შეძენის, პიროვნული ზრდისა და ახალი შესაძლებლობების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება.
სწორედ თქვენი ცოდნა, განათლება და შრომისმოყვარეობა განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს და საიმედო მომავალს. მჯერა, არაერთ წარმატებას მიაღწევთ.

მომავალი თაობების აღზრდის საქმეში ფასდაუდებელია ჩვენი პედაგოგების როლი. მადლობას ვუხდი თითოეულ მასწავლებელსა და ლექტორს ამ საპატიო მისიის ერთგულად შესრულებისთვის.
ნაყოფიერ, საინტერესო და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!”- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Read Previous

ნინო მშვიდობაძე სკოლის ფორმებზე: პოლიესტერი არის ხელოვნური ბოჭკო, მაგრამ ის მხოლოდ პიჯაკის სარჩულის შემადგენლობაშია, ქვედაბოლო და შარვლის სარჩული კი 100% ბამბაა- სკოლებში მოსწავლეებს უნდა ეცვათ ფორმები და ეს ინდივიდუალობას არავის უკარგავს

Read Next

გივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა