Breaking News :

nothing found
September 21, 2026

გივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ოჯახთან და პირველკლასელ შვილთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებას თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია თითოეული მოსწავლისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რასაც ადასტურებს 2026-2027 სასწავლო წლისთვის განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა.

გივი მიქანაძემ მასწავლებლებს,  სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ეწევიან. მინისტრის თქმით, სასკოლო ცხოვრებაში ჩართული თითოეული ადამიანის პროფესიული საქმიანობა ფასდაუდებელია.

15 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სკოლებმა, ქვეყნის მასშტაბით, 45 000 პირველკლასელი მიიღეს. ახალ სასწავლო წელს 30 სკოლა სრულიად განახლებული სასწავლო გარემოთი ხვდება.

Read Previous

პრემიერი: ყველა მოსწავლეს და სტუდენტს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მშობლებს, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

Read Next

3 კომპანიაში ჩხრეკა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა – თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვების მასობრივი მოწამვლის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო