ჩვენ შესახებ

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი BAVSHVI.GE შექმნილია ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მშობლების დახმარების მიზნით, რომელიც მათ თანამედროვე მზარდი გლობალური გამოწვევების პირობებში მდგრადი და კონკურენტუნარიანი შვილების აღზარდაში დაეხმარება.

დღევანდელ სამყაროში უსწრაფესი ტექნოლოგიური პროგრესი ბევრი გამოწვევის წინაშე აყენებს განვითარებულ ქვეყნებსაც კი და სწორედ ამ ფონზე, უმთავრესია, მომავალი თაობა გაიზარდოს სწორად, რათა მათ შეძლონ, კონკურენცია გაუწიონ იმ გამოწვევებს, რაც შეიძლება მათი თუ ქვეყნის წინაშე ადრე თუ გვიან დადგეს.

სწორედ ამიტომ, დაწყებული პოზიტიური მშობლის როლიდან, გაგრძელებული ბავშვების ფსიქოემოციური ფონის მართვისა და დამთავრებული ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ჩვენი მიზანია დავეხმაროთ მშობლებს, რათა მათ აღზარდონ თაობა, რომელიც თავიანთი უნარებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით კონკურენტუნარიანები ინებიან.

გარდა ამისა, აღნიშნული პლატფორმა ორიენტირებული იქნება, დაეხმაროს მშობლებს ბავშვის აღზრდის პროცესში აუცილებელი ინფორმაციით, როგორიცაა ჯანსაღი კვება, ჯანსაღი გარემო, ფსიქოემოციური ფონის მართვა და რეაგირება, აგრეთვე ბავშვების ჯანმრთელობა და ა.შ.

.